22:49
4 აპრილი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მოქალაქეებს უძრავ ქონებას იძულებით, დროებით ვეღარ ჩამოართმევენ
25-03-2020

საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებს უძრავ ქონებას იძულებით, დროებით ვეღარ ჩამოართმევენ. ამის შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაშია აღნიშნული.
კერძოდ, დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უნდა შეჩერდეს/გადაიდოს სხვისი მფლობელობიდან ან სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები.
ამასთან, უნდა შეჩერდეს/გადაიდოს შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებები. ასევე, ფაქტების კონსტატაციის მიზნით დაწყებული წარმოებები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები