იტალიის საკონსულოს შენობაში პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი ესწრებოდნენ.შეხვედრის თემა საარჩევნო საკითხი და სავარაუდოდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდამდე მათი პოზიციების შეჯერება იყო.
ცნობისთვის, ამ დრომდე უცნობია, როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.