საქართველოს მთავრობა, კორონავირუსის გლობალური პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე მუშაობას განაგრძობს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციითაღნიშნულ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ჯანდაცვის მინისტრთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. დეტალური ინფორმაცია მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აღინიშნა ისიც, რომ მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამკაცრდება და გაფართოვდება, მაქსიმალურად იყოს დაბალასებული მათი ინტერესების გათვალისწინებით.