გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, კორვიდინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე პისიარ ტესტირება 1900 პირს ჩაუტარდა, დღის ბოლოს კი 250 ტესტის პასუხს ელოდებიან. მისივე განმარტებით, გარდაბნის მცხოვრებთა ნაწილი სპეციალურად გაკეთებულ სამედიცინო პუნქტებში მისვლაზე და ტესტირებაზე უარს ამბობს, რის გამოც სპეციალისტებმა კარდაკარ სიარული დაიწყეს.
როგორც გარდაბნის მერი განმარტავს, ამ ეტაპზე სოფელ ყარაჯალარში ეპიდემიოლოგთა ორი ჯგუფი მუშაობს, თუმცა სპეციალისტების რაოდენობა საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ სოფელი ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა და დღემდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. სოფელში კოვიდინფიცირების 31 შემთხვევაა დაფიქსირებული. მთლიანობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 51 პირს დაუდასტურდა.