ჩვენ აუცილებლად მშვიდობიანად გავისტუმრებთ რეჟიმს, რომელმაც საქართველო, ღირსეული და ამაყი ქვეყანა ერთი კაცის ბოსტნად აქცია. რაც მალე მიხვდება ივანიშვილი რომ უნდა წავიდეს, მით უკეთესი, თუ ვერ მიხვდება, მაშინ ის უნდა გავწიოთ ხვალინდელი დღისგან, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს - საქართველო არ არის შენი ბოსტანი! ხმამაღლა უთხრან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს - დიახ, ჩვენ გვინდა ევროპული სტილის დემოკრატიული სახელმწიფო!