მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს ვეღარ მიიღებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. ცვლილებების შესახებ ამ წუთებში შრომისა და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს მართავს.