მოქალაქეები მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდას ახალი მანქანებით ჩააბარებენ. საგამოცდო მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა. ინფორმაციას საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე, მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით აბარებენ. ამ დრომდე ძველი საგამოცდო მანქანები ახლით, მხოლოდ რუსთავსა და გორში იყო ჩანაცვლებული.