სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.დაკავებული არიან: 1968 წელს დაბადებული, კრიმინალური ავტორიტეტი ი. ფ., 1967 წელს დაბადებული ე. ჩ. და 1962 წელს დაბადებული გ. გ. ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქე შეეცადა საკუთარი ძმის ბიზნესი ქურდული სამყაროს წევრების ჩარევის შედეგად მიესაკუთრებინა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, გ.გ.- მ საკუთარი შემოსავლების გაზრდის მიზნით გადაწყვიტა, კანონიერი ქურდების დახმარებით, ხელში ჩაეგდო თავისი ძმის ბიზნესი. ამ მიზნის მისაღწევად, მან საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდ" გია ცხვარაძეს მეტსახელად „გია სამტრედსკის“ იგივე „ბაბუს“ მიმართა, რომლის გადაწყვეტილებით ძმასთან მომუშავე მიკროავტობუსის მძღოლების დაშინება დაიწყეს. კანონიერი ქურდის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის ბრალდებულები მძღოლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რის გამოც მძღოლები იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეწყვიტათ.