მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველო 136 ქვეყანას შორის 3,70 ქულით 70-ეა პოზიციაზეა. "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" მიერ გამოქვეყნებულ წლევანდელ რეიტინგში წინა მონაცემებთან შედარებით, საქართველომ 1 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა. მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსი დგება რამდენიმე კრიტერიუმების გათვალისწინებით, მათ შორის ისეთის, როგორიცაა კონკრეტული ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ბიზნესგარემო, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის ხარისხი. ინდექსის თანახმად, საქართველო ევრაზიის რეგიონში მეორეა რუსეთის შემდეგ და უსწრებს აზერბაიჯანს, ყაზახეთს, სომხეთსა და უკრაინას.