21-ე საუკუნე ტექნოლოგიების განვითარების აღმავლობის პერიოდია. ტექნოლოგიების მთავარი მიზანია ცხოვრება უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდეს და ამასთანავე საინტერესო. მათ შორის არის გადაადგილების საშუალებები, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იხვეწება. მაგალითად მატარებელი, რომელიც ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად არის დასახელებული და ძალიან ბევრი მგზავრიც ყავს, დრო და დრო უფრო და უფრო ვითარდება. განსაკუთრებით კი ჩინეთსა და იაპონიაში. ცნობილია, რომ ჩინეთი სარკინიგზო მაგისტრალის განვითარებას ძალიან დიდ დროსა და თანხას ახმარს. ცოტახნისწინ კი შეიქმნა პროექტი, რომლის მიხედვითაც რეისი მუმბაიდან- დუბაის მიმართულებით განხორციელდება წყლისქვეშ, თანაც მატარებლით. ეს მთელ მსოფლიოში პირველი წყალქვეშა სარკინიგზო მაგისტრალი იქნება. ამ ყველაფრის გახორციელება კი 2025 წლისთვის იგეგმება. პრექტის თანახმად, მთელი მაგისტრალის სიგრძე დაახლოებით 2000კმ იქნება, მატარებლის სიჩქარე კი 400კმ/სთ.