თუ თქვენ მოგზაურობა გიყვართ და გაქვთ ზედმეტი 1.2 მილიონი, მაშინ თქვენ შეგიძლიათ თავს ფუფუნების უფლება მისცეთ და შეიძინოთ ავტობუსი სახლი, რომელსაც ამავდროულად გემად შეუძლია ტრანსფორმირება. Terra Wind შექმნილია კომპანიის მიერ სახელად CAMI (Cool Amphibious Manufacturers International, LLC, რომელიც ჯერ კიდევ 1999 წლიდან აწარმოებს სხვადსხვა ზომისა და ფორმის ამფიბიურ მანქანებს. კომპანიამ გადაწყვიტა ორი განსხვავებული ტრანსპორტის გაერთიანება, კერძოდ ბორბლებიანი სახლისა და იახტის სინთეზირება, რის შედეგადაც მიიღო უნივერსალური გადაადგილების საშუალება. ბორბლებიან სახლს შეუძლია ისევე როგორც ხმელეთზე გადაადგილება, ასევე წყალში შეცურვა და იახტის ფუნქციის შესრულება, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოსა და კომფორტულს ხდის. მისი შემქმენელები მას ასევე მოტივტივე სახლსაც უწოდებენ. მათი თქმით, Terra Wind კომპანიის ყველაზე ამბიციური პროექტია.
ავტობუსის ინტერიერი გაწყობილია როგორც ნამდვილი სახლი და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მას აქვს კომპიუტერული სისტემა, ასევე GPS-ი, მოძრავი რუკები და ნავიგაციისთვის საჭირო ტექნოლოგია. ავტობუსს აქვს თავისი სამზარეულო, საძინებელი, აბაზანა და სხვა საჭირო ხალის ინვენტარი. ის გაწყობილია მარმარილოს იატაკით, ტყავის ავეჯითა და სარკისებრი ჭერით. ავტობუსი არის 12 მეტრი სიგრძეში , 2, 5 მეტრი სიგანეში და 3.81 მეტრი სიმაღლეში. ავტომობილი იახტის ფასი მინიმუმ $850,000 დან იწყება და $1.2 მილიონამდე მერყეობს. მოძრავ სახლს 128 კმ./სთ სიჩქარით შეუძლია გადაადგილება. Terra Wind-ს შეუძლია ისევე როგორც ტბაში ტივტივი, ასევე მდინარეზე გადაადგილება.