ოქტომბრის შუა რიცხვებში მალაიზია გეგმავს დაიწყოს კრუიზები „არსაით“, ხოლო მომავალი წლიდან აღადგენს მოგზაურობას კუნძულ პენანგსა და ტაილანდურ პხუკეტს, ასევე სინგაპურს შორის. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Star-ი წერს.
როგორც ამ ტიპის კრუიზების ორგანიზატორი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, მათი მხრიდან მოსამზადებელი სამუშაოები უკვე გატარებულია და ახლა ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
მისივე სიტყვებით შემუშავებული ზომები არ ითვალისწინებს მგზავრების აუცილებელ ვაქცინაციას, მთელი ეს პროცედურა კი უნდა გავდეს იმას, თუ როგორ ფუნქციონირებენ ავიაკომპანიები. მისი თქმით, საკრუიზო ლაინერები საერთო ჯამში უფრო უსაფრთხო იქნება კონტეინერებზე, ვინაიდან გემბანზე მგზავრები ერთმანეთთთან პირდაპირ კონტაქტზე იშვიათად გავლენ.
„კრუიზი არსაიათ“ უკვე რამდენიმე წელია პოპულარობით სარგებლობს, მისი არსი გახლავთ, რომ პორტიდან ღია ზღვაში გასვლის შემდეგ გემი სხვა ქალაქების პორტებში არ უნდა შევიდეს.