ჰოლანდიაში ადამიანის სხეულის უჩვეულო მუზეუმია გახსნილი. მის შესაქმნელად ჰენრი რემერსს 12-წლიანი მუშაობა მოუწია. მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და 2008 წლის 14 მარტს საზეიმოდ გაიხსნა. მუზეუმს, რომლის სახელია Corpus, მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. 7-სართულიანი შენობა მინისა და ბეტონისგანაა აგებული. მის ცალ მხარეს ფოლადისგან აგებული, ადამიანის 35-მეტრიანი ფიგურაა.მუზეუმში ექსკურსია 55 წუთს გრძელდება. სხვადასხვა ეფექტის წყალობით დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, ნახონ, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის სხვადასხვა ორგანო.