ძლიერ ქართან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე გამოძახება დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ყველა ადგილზე სამაშველო ჯგუფები გავიდნენ."დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქარმა ხეები მოგლიჯა. გამოძახებები ძირითადად დიღომში იყო", - განაცხადეს სააგენტოში.ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისში, ცალკეულ ქუჩებზე ხის მოგლეჯის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი შემთხვევა ელენე ახვლედიანის აღმართზე დაფიქსირდა, რა დროსაც ქარისგან მოგლეჯილი ხე მოძრავ მანქანას დაეცა.