"მოღალატე პრეზიდენტი", "70 000 ბავშვი შიმშილობს" - ამ ლოზუნგებით ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა - Palitra News

"მოღალატე პრეზიდენტი", "70 000 ბავშვი შიმშილობს" - ამ ლოზუნგებით ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა

2019-06-02 16:55:38+04:00

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ორგანიზაცია „ერთად სახლშის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ორგანიზატორების თქმით, ისინი ამ აქციით ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას აპროტესტებენ. გარდა ამისა, აკობიას თქმით, მათ სურთ მთავრობას ხმა მიაწვდინონ, რომ რუსეთი ოკუპანტია. აქციაში ბავშვებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით: „70 000 ბავშვი შიმშილობს“, „მოღალატე პრეზიდენტი“, „უსამართლო სასამართლო“, „საქართველოს შია“ და ა.შ.