ჰესების მშენებლობამ მოგების ნაცლად საქართველოს შესაძლოა ზარალი მოუტანოს. მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ჩვიდმეტ გვერდიანი დოკუმენტით ირკვევა, რომ ნენსკრა ჰესის, ნამახვანისა და კორომხეთი ჰესის აშენების შედეგად, ქვეყანა ეკოლოგიური ზიანის პარალელურად, მილიარდობით ფინანსურ დანაკარგს მიიღებს. მსოფლიო ბანკის დასკვნაში ასევე წერია, რომ მოსალოდნელია ელექტროენერგიის ტარიფების ზრდაც. ენერგეტიკოსების თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელებით ინვესტორები დიდ მოგებაზე გავლენ, მოსახლეობა კი დაზარალდება.ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში ადეკვატური ეკონომიკური განვითარება იქნება, ელექტროენერგიის ფასი შესაძლოა მართლაც გაიზარდოს და ამაში გასაკვირი არაფერია. ჰესების მშენებლობის ფისკალურ ეფექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროდან ეხმაურებიან. უწყებაში აცხადებენ რომ გავრცელებული დოკუმენტი მხოლოდ სამუშაო ხასიათის რეკომენდაციებს შეიცავს და საბოლოო დასკვნა არ არის.