მოემზადონ გუდანაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად, როგორც გადავაბარეთ, ისევე გადმოგვაბარებენ, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
ის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც „რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლითაც, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც არის შესაძლებელი“.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებს დიდი უპირატესობით აგებს და გაყალბებაზე საუბარი დაიწყო.