თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მოძრაობა სირცხვილიას წევრებმა აქცია ლოზუნგით "თავისუფლება გიორგი რურუას" გამართეს. აქციის მონაწილეებმა გიორგი რურუას პატიმრობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები განცხადებით, სასამართლოს ეზოში მათი შეკრების მთავარი მიზანია პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა.
როგორც "სირცხვილიას" ერთ-ერთმა წევრმა ნოდარ რუხაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტმაც აღიარა, რომ 2019 წლის 20 ივნისს დაკავებული პირები პოლიტიკური პატიმრები არიან. გიგა მაქარაშვილის თქმით კი, პოლიტიკური პატიმრების რაოდენობის ზრდასთან ერთად საქართველო ევროპულ სამყაროს უფრო და უფრო შორდება.