მოძრაობა "შეცვალეს" წევრები შაქშაქეთის ბლოკპოსტთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ატოცში, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული ქმედებები გააპროტესტეს. მათ ატოცის ტერიტორიაზე შესვლაც სცადეს, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. როგორც სამართალდამცველებმა მოძრაობის წევრებს განუმარტეს, გადაადგილების შეზღუდვა ატოცში უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება. მათივე თქმით, საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა, თუმცა უკანონო ბორდერიზაცია განხორციელდა. აქციის მონაწილეები გადაადგილების შეზღუდვას ანტიკონსტიტუციურად აფასებენ და სამართალდამცველებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებენ.