მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ბაჩანა შენგელიას მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შენგელიასთვის პროფესიული საქმიანობის შეჩერება გააპროტესტეს.
როგორც „შეცვალეს" წევრმა ნიკა ფარულავამ განაცხადა, „ქართული ოცნება" სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის და პოლიტიკური რეპრესიებისთვის ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ყველა მეთოდს იყენებს.
ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს.