სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრები საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ამ ფორმით "შეცვალეს" წევრები საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პირი, რომელმაც ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დააკავეს, როცა ხაბეიშვილზე ფიზიკური თავდასხმისთვის არავინ დაუსჯიათ.