სასტუმრო "ბილტმორთან", სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია მიმდინარეობს და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება, მოძრაობა "შეცვალემ" აქცია გამართა. ერთ-ერთი აქტივისტის, ნიკა ფარულავას განცხადებით, ერთი წელი გავიდა, რაც ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა და ეს ერთი წელი სამარცხვინოა საქართველოს ისტორიაში. მისივე თქმით, აქცია იმ მიზნით გაიმართა რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების სამარცხვინო ერთი წელი მიულოცონ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით: "ჯარიც გვყავს და იარაღიც გვაქვს, მთავარსარდალი არ გვყავს".