საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით დიალოგში საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სირცხვილიას" ჩართვას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია "სირცხვილიას" წვლილი უდიდესია პროპორციული არჩევნების დაპირების მიღწევაში. „პროპორციული არჩევნები არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის თითოეული მოქალაქის უფლება, მიიღოს მონაწილეობა სამართლიან არჩევნებში. ამასთან, „სირცხვილიას“ ჩართვა ამ პროცესში გაზრდის პროცესის ანგარიშვალდებულებას ფართო საზოგადოების წინაშე, რაც აუცილებელია“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.