მოძრაობა "იმოქმედეს" წევრებსა და ბათუმის მუნუციპალური ინსპექციის წარმომადგენელს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - Palitra News

მოძრაობა "იმოქმედეს" წევრებსა და ბათუმის მუნუციპალური ინსპექციის წარმომადგენელს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

2020-11-21 20:01:00+04:00

მოძრაობა "იმოქმედეს" წევრებსა და ბათუმის მუნუციპალური ინსპექციის წარმომადგენელს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "იმოქმედეს" ერთ-ერთმა წევრამ ბექა მექვაბიშვილმა ბათუმის მერიასთან განუცხადა. მისივე განმარტებით,"იმოქმედეს" წევრებმა მერიის შენიბასთან სტიკერები გააკრეს წარწერიათ "არ წახვიდე გაყალბებულ არჩევნებზე", რასთან დაკავშირებითაც მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლმა ისინი გააფრთხილა, რომ სტიკერები არ გაეკრათ, რადგან ქალაქის იერსახეს აზიანებდნენ.

"იმოქმედეს" წევრების განმარტებით, მათი 2 წარმომადგენელი ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.