მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა, უმრავლესობის წევრს და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. მოძრაობის მონაწილეები სკანდირებდნენ: "მონა", "სირცხვილი", "ივანიშვილის ხელის ბიჭი".
აქტივისტების განცხადებით, ისინი პრესკონფერენციაზე იმის გამო მივიდნენ, რომ მერაბ ქვარაიამ ხალხის წინააღმდეგ წასვლა მეორედ აღარ გაბედოს. ასევე აქტივისტებმა მაჟორიტარ დეპუტატს კითხვებით მიმართეს, რა გაუკეთებია მას, როგორც მაჟორიტარს და რატომ მოატყუა "ქართულმა ოცნებამ" ხალხი, როდესაც პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას 2020 წელს დაპირდა. თავის მხრივ, მერაბ ქვარაიას განცხადებით, ახალგაზრდები მის პრესკონფერენციაზე კონკრეტული დავალებით იყვნენ გაგზავნილები.