8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 9 წელი გადის. საოკუპაციო ხაზთან, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთთან, ავტობანზე მასშტაბური აქცია - ცოცხალი ჯაჭვი - იგეგმება. ერთ-ერთმა ორგანიზატორის, დავით ქაცარავას განმარტებით, მოქალაქეები ამ ფორმით რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ და აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგებენ პატივს. მოძრაობის წევრები საოკუპაციო ხაზთან ტრადიციულ მშვიდობიან პატრულირებას განაგრძობენ.