ჯანდაცვის სამინისტროსთან მოძრაობა "დროას" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობისთვის კარანტინის წესის გაუქმებაა.
აქტივისტების განცხადებით, აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს ყოველი საზღვრის კვეთისას 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რის გამოც პრობლემები ექმნებათ.
მოძრაობა "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ მიმართეს, თუმცა პასუხი არ მოსვლიათ.