მოდით დღეს პარლამენტთან 16:00 საათზე, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მიერ სრულად გაყალბებული შედეგების გაფორმების მცდელობა და ამ მიზნით კომისიის წევრებს, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან სთხოვენ, რომ ხელი მოაწერონ გაყალბებულ ოქმებს.