07:51
9 დეკემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
თავისუფალი თემა
"მოდით ჩემთან, როგორც ცოცხალთან და მომიყევით თქვენი წუხილი. მე დაგეხმარებით" - სასწაულმოქმედი მირონდინარე ხატი ქუთაისთან ახლოს
29-07-2019


მე-19 საუკუნის ბოლოს, რუსეთში, კერძოდ ტულის ოლქში დიმიტრი და ნატალია ნიკონოვების მრავალშილიან ოჯახში  დაიბადა უსინათლო გოგო. 8 შვილიდან, რომელიც მათ შეეძინათ მხოლოდ ოთხმა შეძლო გადარჩენა ასეთი შემთხვევბი იმ დროისათვის ძალიან ხშირი იყო, განსაკუთრებით დაუცველები იყვენენ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ბავშვები. თუმცა მატრონა იმის მიუხედავად, რომ უსინათლო და ძალიან სუსტი დაიბადა ის გადარჩა.  7 წლის ასაკიდან განსაკუთრებული უნარები გამოავლინა, რის გამოც მის სოფელში მალე გაიცნეს. 17 წლისამ გადაადგილების უნარიც დაკარგა, თუმცა გამოირჩეოდა უსაზღვრო რწმენით და ღმერთის სიყვარულით, რაც იმ ეპოქისთვის უცნაური და შეუსაბამო იყო.

უცნობია ზუსტად როდის, მაგრამ სახელდება რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მის მდგომარეობაში მყოფი, -  მატრიონა ტოვებს საკუთარ სახლ-კარს და ოჯახს. არის ვერსია, რომ ის მისმა ძმებმა გააგდეს სახლიდან რადგან კომუნიზმის რიგებში მდგართათვის მიუღებელი იყო ქრისტიანობის მქადაგებელი და. შესაძლოა თვითონ მატრონამ გადაწყვიტა ასეთი გზით გადაერჩინა მისი ოჯახის წევრები, ან აირჩია უარი ეთქვა მიწიერ სიმდიდრეზე და დევნასა და სიღარიბეში მცოხვრებს ადამიანთა  გადარჩენისთვის შეეწირა საკუთარი სიცოცხლე.

მისი სასწაულმოქმედი ხატი დაბრძანებულია საქართველოშიც. ქუთაისთან ახლოს პატარა, მოკლრძალებულ ეკლესიაში ნახავთ მის ხატებს, ჩვენ მივმართავთ ღმერთს და ეკლესიას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირს. იმედად, რომ ლოცვა და ყველა სასწაული, რომელსაც დედამიწაზე ვიხილავთ გვაძლევს ძალას - ადვილად გავუმკლავდეთ ცხოვრების ურთულეს ეტაპებს. ასეთ მომენტებში ძვირფასი ხდება ყველაფერი.
მოსკოვში, მატრონას  სახელობის ეკლესიაში დასვენებულია ნეშთი სადაც მნახველთა ურიცხვი რაოდენობა მიდის. ყველაზე ხშირად მისთვის ყვავილები მიაქვთ რომელთაც შემდგომ კვლავ მომლოცველებსა და სნეულებს ატანენ, რადგან მათ განკურნების საოცარი ძალა ეძლევათ.

მიღებულია, რომ წმინდანებისთვის სხვადსხვა სახის შესაწირავი მიაქვთ. ამით გამოიხატება პატივისცემა, დადებული პირობის შესრულება, და რაც ყველაზე მთავარია ალბათ ყოფიერ სიმდიდრეზე უარის თქმა, რომლის საფასურად ადამიანები ითხოვენ მიწიერ ბედნიერებას და მათი სულების გადარჩენას. წმინდა მატრიონას ხატთანაც ტოვებენ ძვირფასეულობას უხვად. სწირავენ სიყვარულით, ნატვრით, იმედით.

ამბობენ რომ იყო მკაცრიც, რადგან გრძნობდა და ხედავდა ბევრად მეტს, ვიდრე ხილული თვალით შეიძლება შენიშნო. მაგრამ უანგაროდ ეხმარებოდა ყველას, ვისაც სწამდა იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა პერიოდში ქრისტიანული რელიგიისადმი დამოკიდებულება განსხვავდებოდა. მოსკოვში გადმოსახლებული მატრონა იდევნებოდა მილიციის მიერ, თუმცა ამის მიუხედავად მასთამ მნახველთა რიცხი მნიშვნელოვანად გაიზარდა, მით უფრო მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ოჯახები ელოდნენ სახლში დაუბრუნებელ მამებს, ძმებს, შვილებს...

მატრონას ბოლო სიტყვები იყო:  "ყველანი, ყველანი მოდით ჩემთან, როგორც ცოცხალთან და მომიყევით თქვენი წუხილის შესახებ. მე დაგინახავთ, მოგისმენთ და დაგეხმარებით"

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
darejan nucubidze
30-07-2019
sad aris es xati romel eklesiashi
ირინე
14-08-2019
სოფელ ფარცხანაყანევში. სიუჟეტში საუბრობს ამაზე მოძღვარი.
fofodia
29-07-2019
madloba ufals , eweodes sruliad saqrtvelos deda matrona
სხვა სიახლეები