პიემონტიში მდებარე საავადმყოფოში, მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდეგ, ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი ნინო ჩერუტი 91 წლისა გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.ჩერუტიმ ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მუშაობა 1950-იან წლებში დაიწყო. ის საკუთარი ბაბუის მიერ 1881 წელს დაარსებულ ტექსტილის ქარხნის (Lanificio Fratelli Cerruti) მართვას ჩაუდგა სათავეში, 1967 წელს კი, პირველი საკუთარი ბუტიკი პარიზში გახსნა.1980-იან წლებში მან ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვისაც დაიწყო ტანსაცმლის შექმნა. მისი დიზაინით შემოსილ მსახიობებს შორის იყვნენ ჯეკ ნიკოლსონი, მაიკლ დუგლასი, შერონ სტოუნი, ჯულია რობერტსი, ტომ ჰენკსი და მრავალი სხვა ვარსკვლავი.