ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული გიორგი გიორგანაშვილის, მეტსახელად ბახალას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. პროცესზე პროკურატურის ის მოწმეები დაიკითხა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბრალდებულის დაკავების პროცესში. ასევე გამოიკვლიეს პროკურატურის სხვა მტკიცებულებები.დაცვის მხარე მოწმეთა ჩვენებებს "დაზეპირებულს" უწოდებს. პროცესს გიორგი გიორგანაშვილიც ესწრებოდა. გიორგანაშვილს იმედი აქვს, რომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება. გიორგი გიორგანაშვილი 25 იანვარს დააკავეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავება.