15:12
22 აგვისტო, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
მოდელები ბუშტებში - ლონდონის მოდის კვირეული 2019
10-06-2019

ლონდონში, ყოველწლიურად მოდის კვირეულზე სხვადასხვა ცნობილი, თუ ნაკლებად ცნობილი დიზაინერის ახალი კოლექციების ჩვენება ეწყობა. წელს ყველაზე დიდი ყურადღება კი ნორვეგიელი დიზაინერი ფრედრიკ ტჟარენდერი კოლექქციამ მიიქცია, რომელიც მართლაც გამორჩეულია. მოდის კრიტიკოსებისა  წინაშე ფრედრიკმა ძალიან თამამმი ნაბიჯი გადადგა და საკმაოდ უჩვეულო ნამუშევრებით წარსდგა. უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ დიზაინერმა მოდელები გასაბერ ტანსაცმელში, ბუშტებში გამოაწყო, რომლებიც ჩვენების დასაწყისში ჰაერით იყო სავსე,  მოგვიანებით კი თითოეული მათგანი დაიფუშა და ტანსაცმლის ფორმა მიიღო. როგორც ფრედრიკი ამბობს იმისათვის, რომ გაბერილი ტანსაცმელი დაიფუშოს მოდელები საგულდაგულოდ დამალულ საცობს ხსნიან.აღსანიშნავია, რომ გაბერილ ტანსაცმელს შორის ყველაზე დიდი დიამეტრით 10 მეტრია, რომლის დაფუშვასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, შედარებით პატარები კი რამდენიმე წუთში იფუშება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები