Sony-მ „მოჩვენებებზე მონადირეების“ ახალი ნაწილის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა, რომლის სახელწოდებაა „მემკვიდრეები“. ფილმში ქალი მონადირეები აღარ არიან და პირველსა და მეორე ნაწილში დაწყებული ისტორია გრძელდება. მთავარ როლებს ფინ ვულფარდი და პოლ რადი ასრულებენ. „მოჩვენებებზე მონადირეების“ ახალი ნაწილი პრემიერა 2020 წლის 8 ივლისს გაიმართება.