თავისუფალ სტილში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პარიზში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი 61 კგ–მდე წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაისაკუთრა.პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში თურქთა ტიტულოვან ფალავანს ტაჰა აკგულს უაღრესად დაძაბული შეხვედრა მოუგო - 10-8.ნახევარფინალში ქართველმა მოჭიდავემ სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს დიდი უპირატესობით სძლია, მანამდე კი კანადელი კორეი ჯარვისი და რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა იოლად.ლადო ხინჩეგაშვილმა, რომელიც ახალ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა, საწყისი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/4-ფინალში რუს გაჯიმურად რაშიდოვთან წააგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.საქართველოს ნაკრებიდან დღეს ასევე იასპარეზეს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ და 86-ში - დავით ხუციშვილმა. ლომთაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, ხუციშვილმა კი სასტარტო შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში წააგო.პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატი 26 აგვისტოს დასრულდება და მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ზურაბ იაკობიშვილი (65), ზურაბ ერბოწონაშვილი (70), ჯუმბერ ყველაშვილი (74) და ელიზბარ ოდიკაძე (97) იჭიდავებენ.
იხილეთ:
რა ხდებოდა გენო პეტრიაშვილის სახლში გამარჯვების შემდეგ - ვიდეო გორიდან