გენო პეტრიაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა. 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა შანსი არ დაუტოვა ფინალის მეტოქეს, პოლონელ ბარანს. გენო პეტრიაშვილს მის დასამარცხებლად სამი წუთიც არ დასჭირდა და მან ანგარიშით 11:00 ევროპის ორგზის ჩემპიონობა მოიპოვა.