მზის სათვალის გამოყენებისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ სად იყენებთ მას. თოვლში სათვალის დამუქების ხარისხი უნდა იყოს 90 -95 პროცენტიანი. ზღვაზე არანაკლებ 80, ავტომობილის მართვისას კი არაუმეტეს 60 პროცენტისა. გარდა ამისა, ავტომობილის მართვისას და ასევე ზღვაზეც უმჯობესია პოლარიზებული სათვალის გამოყენება, რადგან ის ახშოსბს ანარეკლებს, რომელიც ძირითადად არის წყლის ზედაპირზე და ასევე სველი ასფალტის შემთხვევაშიც. ყიდვისას პოლარიზებული სათვალე მარტივი ამოსაცნობია, მას აქვს შესაბამისი წარწერა, გარდა ამისა თითქმის ყველა მაღაზიაში და ბაზრობაზეც არის სპეციალური გამოსახულება, რომელიც პოლარიზებული სათვალის გაკეთების შემთხვევაში იცვლება.