15 მაისიდან ევროკავშირი მობილური ზარების ფასზე საერთო ევროპულ ჭერს განსაზღვრავს. ეს იქნება 19 ევროცენტი ერთ წუთზე და 6 ევროცენტი ერთ sms-ზე. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასმა განაცხადა.აღსანიშნავია, რომ ამ ფასში არ არის გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში 17-დან 25%-მდე მერყეობს. შესაბამისად, ერთიანი ტარიფი ევროკავშირის ტერიტორიაზე მაინც ვერ იქნება მიღწეული.შეზღუდვა მიღებულია სუფთა ადმინისტრაციულ დონეზე, შესაბამისად ჯერ უცნობია, როგორ აისახება ის სატელეკომუნიკაციო სექტორზე ევროკავშირში.