ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი იმყოფება. როგორც “ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სპეცრაზმელები ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და სკვერში იმყოფებიან.თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.