რა უფლებამოსილების პრეზიდენტი გვეყოლება საქართველოში?! - ეს რიტორიკული შეკითხვა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” გადაცემის წამყვანს შეუბრუნა. პრეზიდენტის თქმით, ის არ წავა პოლიტიკურ გარიგებებზე. კონსტიტუციასთან თამაში ქვეყნის მომავალთან თამაშია და ამაზე წასვლა არ შეიძლება.
ჩვენ ვართ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც პოლიტიკოსები აკეთებენ ძალიან ხმამაღალ განცხადებებს, სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ მე დებატებში ჩავერთვები. არც ერთ ეტაპზე არ ვერთვები, რადგან ეს კონტრპროდუქტიულია. რამდენი ხანი უნდა ვამტკიცო, რომ არ ვარ ტერორისტების ხელშემწყობი ან დესტრუქციას არ ვახორციელებ და ა.შ.? ეს განცხადებები არის, მიდის და ქრება. ასე რომ, სერიოზულად ამ განცხადებებზე ნუ მაპასუხებინებთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.