"მოამბის" ერთ-ერთი პირველი წამყვანი, ჟანეტა არჩვაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი ტელე დიქტორი ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა. ის წლების განმავლობაში იყო საინფორმაციო პროგრამა მოამბეს და სხვადასხვა მხატვრული, შემეცნებითი თუ საბავშვო გადაცემების წამყვანი. 2014 წელს ჟანეტა არჩვაძეს სატელევიზიო ანძასთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაუხსნეს.