2-დოლარიანის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთის თანახმად, თუ საფულეში 2-დოლარიანი კუპიურა გიდევთ, ფული არასოდეს გამოგელევათ. ორდოლარიანი კუპიურა 1862 წლიდან მოყოლებული, როცა ის პირველად დაიბეჭდა, პერიოდულად გარკვეულ უხერხულობასა და გაუგებრობასაც კი იწვევდა, თუმცა ყოველთვის იყო ნუმიზმატების ინტერესის საგანი, რასაც კონკრეტული მიზეზი აქვს.
ამერიკის ისტორიაში 2-დოლარიანი კუპიურა ფულის ნიშნების სტანდარტულ ნაკრებში ყოველთვის შედიოდა, თუმცა თავისუფალ ბრუნვაში მისი ნახვა ძალიან ძნელია. მოქალაქეები ბრუნვაში გამოჩენილ 2-დოლარიანს მიმოქცევაში აღარ აბრუნებენ და საფულეში საიმედოდ ინახავენ. მთავარი მიზეზი 2-დოლარიან კუპიურასთან დაკავშირებული მითებია, რომელთა თანახმადაც, მას ადამიანისთვის წარმატება და ბედნიერება მოაქვს.