მნიშვნელოვანია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შევინარჩუნოთ, ვიმედოვნებ, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ემბარგო - ლევან დავითაშვილი - Palitra News

მნიშვნელოვანია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შევინარჩუნოთ, ვიმედოვნებ, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ემბარგო - ლევან დავითაშვილი

2019-07-06 16:33:16+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გურჯაანში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრისას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხზე ისაუბრა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული პროგრესი შენარჩუნდება და რუსეთი სავაჭრო ემბარგოს არ დააწესებს. დავითაშვილის განცხადებით, პროცესები პოლიტიკისგან გამიჯნული უნდა იყოს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.