მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია, კინო რუსთაველთან აქცია-ბრიფინგი გამართა და ფასადის დემონტაჟი გააპროტესტა. მისი თქმით, რუსთაველის კინოს ადგილზე სასტუმროს აშენების შესახებ ინფორმაცია დეკემბერში და იანვარში გავრცელდა და ამ პროექტზე კერძო კომპანია მუშაობს. როგორ მან აღნიშნა, "ამ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები პრიორიტეტული არ არის". კომპანია "დეფანის" წარმომადგენლის, დიმიტრი მესტიაშვილის განცხადებით კი, რუსთაველის კინოთეატრის რესტავრირებაზე მუშაობა 6 თვეა მიმდინარეობს. მისივე თქმით, დეველოპერები მისი ისტორიული დეტალების აღდგენაზე მუშაობენ და მისი ფუნქციის შეცვლა არ მოხდება. ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციას, კინოთეატრ “რუსთაველის” დემონტაჟის დაწყების შესახებ, კინოთეატრის წარმომადგენლობა სიცრუეს უწოდებს.