ჯანდაცვის სამინისტრომ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტი მოამზადა. კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექციას ბიზნესისთვის საჯარიმო სანქციების დაწესების უფლება მიენიჭებათ. მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, საწარმოში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლის შესაძლებლობაა. მეწარმეთა და დამსაქმებელთა ასოციაციები მოსალოდნელ ცვლილებებს არ ეთანხმებიან. დეტალებზე არ საუბრობენ თავად კანნონპროექტის ავტორები. ჯანსაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად მომდევნო ორ თვეში წარედგინება. პაატა ჟორჟოლიანის განცხადებით, კანონპროექტს, საკანონმდებლო ორგანო სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს. პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი ჯერ კიდევ დასახვეწია და ის ძალიან შორს არის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან. თუმცა, პროფკავშირებს მთავარ მიღწევად შრომითი ინსპექციისთვის აღსრულების მექანიზმის მინიჭება მიაჩნიათსაქართველოში შრომითი ინსპექცია 2016 წელს ამოქმედდა. დღეისათვის ინსპექტორები დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლებიან. ქვეყანაში შრომითი ინსპექციის გამკაცრება და თავად შრომითი კოდექსის დახვეწა ევროდირექტივაა.