ბიზნესომბუდსმენის აპარატი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, შეიქმნება პლატფორმა, სადაც წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესასოციაცები. მოხდება ამ ქვეყნებიდან შემოყვანილი ინვესტორებისთვის კორდინაციის გაწევა რეგიონებში. პლატფორმა ასევე შესაძლებლობას იძლევა სექტორში არსებული ყველა პრობლემური საკითხის განხილვასა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. ამასთან, ბიზნესომბუდსმენი შესაბამის მემორანდუმს გააფორმებს იმ ქვეყნებთან, სადაც ქართული ბიზნესი ფართოდ არის წარმოდგენილი. ეს კი ომბუდსმენის აპარატს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად დაიცვას ქართველი ბიზნესსუბიქტების ინეტრესები მსოფლიო ბაზრებზე. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, პირველი ხელშეკრულება უკრაინის ბიზნესომბუდსმენთან წლის ბოლომდე გაფორმდება.