12:06
14 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
მნიშვნელოვანი რეგრესი - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 10 პოზიციით დაქვეითდა
20-09-2019

ფიბამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა და როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრები დაქვეითდა, რისი მიზეზიც ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენს გუნდს 294 ქულა აქვს, ევროპაში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო მსოფლიოში 26-დან 36-ე ადგილზე დაქვეითდა. პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა, მეორეზე მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთია, ხოლო ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი ასპარეზობით (ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა) 8 ადგილით წინ წაიწია და რეიტინგში მესამეა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები