06:32
19 სექტემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიასახლისებისთვის - როგორ გავწმინდოთ ღუმელი მარტივად
27-11-2019

ღუმელის გაწმენდა ყველაზე რთული საქმეა დიასახლისებისთვის, ამიტომაც არის, რომ მას ხშირად სამომავლოდ გადავდებთ ხოლმე და ამით საქმეს კიდევ უფრო ვირთულებთ. დროთა განმავლობაში ცხიმი უფრო მყარად ჯდება და მისი გაწმენდა კიდევ უფრო ძნელი ხდება.
იმისათვის, რომ ღუმელის წმენდის პროცესი შედარებით გამარტივდეს, კარგი იქნება მისი 50 გრადუსამდე გახურება 25-20 წუთის განმავლობაში. მოხსენით თაროები, რათა ხელი არაფერმა შეგიშალოთ. ღუმელის ქიმიური ხსნარებით დამუშავების დროს არ
დაგავიწყდეთ რეზინის ხელთათმანების გაკეთება. არ დაიტანოთ ქიმიურ საშუალება გამაცხელებელ ნაწილზე და ვენტილიატორზე. ასე შესაძლოა რამე დააზიანოთ. ეცადეთ ასევე თავი აარიდოთ კარებთან დაფიქსირებილ რეზინებს. დაიტანეთ ქიმიური საშუალება და აუცილებლად დააცადეთ, რომ ამ საშუალებამ იმოქმედოს და თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთოს. როგორც წესი, საამისოდ 45 წუთი საკმარისი არის ხოლმე. ასე რომ, მიხურეთ კარები და დაივიწყეთ 45 წუთით. ამის შემდეგ ღუმელი საგულდაგულოდ უნდა გამოასუფთავოთ, რათა ქიმიის სუნი საერთოდ აღარ იგრძნობოდეს. ამ პროცედურის შემდეგ ეცადეთ, ღუმელი რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოიყენოთ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები