ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ლიდერები დილიდან შეიკრიბნენ. შეხვედრის დაწყებამდე პოლიტიკოსებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება.
ბოლო დღეების განმავლობაში ეს მეორე შეხვედრაა რომელიც არაფორმალურ გარემოში ჩატარდა. 25 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.