ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა 2020 წლის არჩევნებამდე საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით პოლიტიკური აფიორაა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ინიციატივას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, რადგან "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს და შესაბამისად, ვერც საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებს. ამასთან ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი მაჟორიტარების სახით საფრთხობელას ქმნის.