მმართველი გუნდის წევრებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშის სანდოობაში, ეჭვი შეაქვთ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილის განცხადებით ორგანიზაციის საქართველოს ოფისი სუბიექტური და მიკერძოებულია. ამავე პოზიციას იზიარებს აკაკი ზოიძეც.
არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები წარადგინა. კვლევის თანახმად, საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ამავე დროს, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია.